სანამ იარსებებს ამბის თხრობა, იარსებებს ჟურნალისტიკა...
ჟურნალისტიკა დროის პროფესიაა, რომელიც ვერ დაკარგავს აქტუალობას, რადგან მას ტრანსფორმაციის ფუნქცია აქვს...
CIU-ს ჟურნალისტიკის აკადემია აბიტურიენტებისთვის იწყება!
პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროფესიას და იმუშაონ პრაქტიკოს მენტორებთან.
პროექტი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
მასტერკლასები ჩატარდება ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე.
აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შემოგვიერთდი და გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3JzuA0t
პროექტის განრიგი:
18 მარტი, 19:00 სთ. - „თანამედროვე სოციალური მედია“ - გიორგი გოგოხია, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორანტი;
19 მარტი, 19:00 სთ. - „კომუნიკაცია - PR“ - დავით გვეტაძე, CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
20 მარტი, 19:00 სთ. - „თანამედროვე ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში“ - რუსუდან კვარაცხელია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
21 მარტი, 19:00 სთ. - „ქართული მედიის გამოწვევები და მედიასკოლები“ - სულხან მელაძე, ჟურნალისტი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება