17 ნოემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ (Global Entrepreneurship Week 2023 / GEW) ფარგლებში გაიმართება შეხვედრა სპიკერებთან: ლევან მესხიშვილი, კომპანია - Webapp, დირექტორი, თანადამფუძნებელი, მოხსენება თემაზე: „იდეიდან რეალურ მომხმარებლამდე“ და ირაკლი ჩავლელიშვილი, კომპანია - „მზეთამზე - გემოვანი პური“, დამფუძნებელი, მოხსენება თემაზე: „საკვების წარმოების მომავალი - უვნებელი სურსათი VS მარგებელი საზრდო“.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი!
კურსი განკუთვნილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/nvEQ9
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება