კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 23 ოქტომბერს მოეწყობა პროფესიული ტური რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
პროფესიული ტურის ფარგლებში კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას და დააკვირდნენ სამუშაო გარემოს.
სტუდენტთა აქტივობიდან გამომდინარე, მათი რაოდენობის შესაბმისად მოხდება ჯგუფებად გადანაწილება და დადგინდება პროფესიული ტურის დაწყების ზუსტი დრო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე.
იხილეთ ბმული:პროფესიული ტური რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება