კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის კოდექსით დადგენილი წესით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს მოხალისეთა გადამზადებას საგანგებო სიტუაციებისთვის.
დოკუმენტის გაფორმებამდე, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი სურმავამ, დამსწრე აუდიტორიას ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მოაწერა და ორგანიზაციასთან სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. სამსახურის კოორდინატორმა, ზურაბ ქავთარიამ, ღონისძიების დაწყებამდე სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება