25 ივნისს, 18:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის ექიმი კარდიოლოგი (ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალი), ნანა გეგეჭკორი გამართავს საჯარო შეხვედრას.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი ისაუბრებს თავის პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე. ასევე, სტუდენტებს მიაწოდებს ინფორმაციას, როგორ უნდა დაგეგმონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო კარიერა სწორად, სტუდენტებს კი ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ რჩევები/რეკომენდაციები.
შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 24 ივნისის ჩათვლით: https://forms.gle/JXyfMK2oiysQyXQSA
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება