K1: ინდივიდების სასწავლო მობილობა
გაცვლითი პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს (არაასოცირებული/პარტნიორი ქვეყანა*) და ევროპის (ასოცირებული/პროგრამის ქვეყნები*) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინსტიტუციათაშორისი ხელშეკრულების ფარგლებში.
მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.
თითოეულ მობილობის/გაცვლით პროგრამაზე კონკურსის გამოცხადება ხდება ცალ-ცალკე. კონკურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის კორპორატიული ელექტრონული ფოსტის, საიტის, სოციალური მედიის გვერდების მეშვეობით.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადის დასრულების შემდეგ ხდება კანდიდატების შეფასება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, რომელიც ეცნობა აპლიკაციებს და გასაუბრებას ატარებს კონკურსანტებთან.
* Erasmus+ პროგრამა მონაწილე ქვეყნებს ჰყოფს ორ ჯგუფად: ასოცირებული წევრები/პროგრამის ქვეყნები (27 ევროკავშირის წევრი ქვეყანა + თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია და სერბეთი) და არაასოცირებული წევრები/პარტნიორი ქვეყნები (დანარჩენი მსოფლიო მათ შორის საქართველო).
მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო - ასოცირებული/პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე ევროპული (ასოცირებული/პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით. ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.
მოკლევადიანი ფიზიკური მობილობის შემთხვევაში გაიცემა დღიური სტიპენდია: 14 დღემდე მობილობის შემთხვევაში დღიური ანაზღაურება 70 €; 15 დან 30 დღემდე მობილობის შემთხვევაში დღიური ანაზღაურება 50 €.
სტუდენტთა გაცვლით/მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებია:
სტუდენტთა გაცვლითი/მობილობის პროგრამის აპლიკანტთა აპლიკაციების და გასაუბრების შედეგების შეჯამება და კონკურსანტების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, თუ შეფასების სხვა კრიტერიუმები არ არის შეთანხმებული პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის:
# |
კრიტერიუმები |
მაქსიმალური ქულა |
1 |
აკადემიური მოსწრება (GPA) |
4 |
2 |
ენობრივი კომპეტენცია |
4 |
3 |
მოტივაცია |
2 |
კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელსაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა გაცვლით/მობილობის პროგრამაში, ან არის მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი (სოციალურად დაუცველი, დევნილი, სსმ პირი და ა.შ.).
გამგზავრებამდე, სტუდენტმა უნდა შეავსოს შემდეგი დოკუმენტაცია:
მობილობის პერიოდის დასრულებისას:
მიმღებმა უნივერსიტეტმა უნდა მიაწოდოს სტუდენტს და გამგზავნი უნივერსიტეტს ე.წ. ნიშნების ფურცლით, დასტურად იმისა, რომ სტუდენტის მობილობის პროგრამა დასრულებულია შეთანხმებისამებრ დაგეგმილი შედეგებით.
გამგზავნმა უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს შესაბამისი დასრულებული სასწავლო შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა სტუდენტის მიერ მობილობის პერიოდში (სასწავლო ხელშეკრულების მიხედვით, შესაბამისი სისტემის გამოყენებით). კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტის შემთხვევაში - „მობილობის, შიდა მობილობისა და კრედიტების აღიარების წესი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“. მობილობის პერიოდი ასევე უნდა აისახოს/ჩაიწეროს დიპლომის დანართში.
მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია საქმიანი ვიზიტისა და მგზავრობის (საქართველო - ასოცირებული/პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები ევროპული (ასოცირებული/პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით.
გრანტის ოდენობა განისაზღვრება სხვადასხვა ფორმით, დამოკიდებულია ასოცირებული/პროგრამის ქვეყნის უნივერსიტეტზე. გრანტის ოდენობა თითოეული მობილობის პროგრამისთვის გაწერილია შესაბამის გავრცელებულ განცხადებაში.
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებია:
პერსონალის გაცვლითი/მობილობის პროგრამის აპლიკანტთა აპლიკაციების შედეგების შეჯამება და კონკურსანტების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, თუ შეფასების სხვა კრიტერიუმები არ არის შეთანხმებული პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის:
კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პერსონალს, რომელსაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა გაცვლით/მობილობის პროგრამაში, ან არის მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი (სოციალურად დაუცველი, დევნილი, სსმ პირი და ა.შ.).
გამგზავრებამდე, პერსონალმა უნდა შეავსოს შემდეგი დოკუმენტაცია:
მობილობის პერიოდის დასრულებისას:
მიმღებმა უნივერსიტეტმა უნდა მიაწოდოს დასწრების სერტიფიკატი/მოწმობა, მიმღებ უნივერსიტეტში წარსადგენად.