კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში , ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე - „ღვინის ტურიზმი“ .
ღვინის ტურიზმის კურსი გათვალისწინებულია ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ან გაუღრმავოს ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
ტრენერი: გივი ყუფარაძე, ტურიზმის დარგის ექსპერტი
ტრენერი: ოლანი გოცირიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, შენგელი კიკილაშვილი - ამპელოგრაფი, ღვინის კომპანია შუმი
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე
ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი
ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი
ტრენერი: მაია მელაძე, ტურიზმის დარგის ექსპერტი
ტრენერი: ციცი ცაცკრიალაშვილი- ღვინის ტურიზმის მკვლევარი, მაია მელაძე- ტურიზმის დარგის ექსპერტი
ტრენერი: გიორგი მეშველიანი, საოჯახო მარან „ჯორჯინოს“ ხელმძღვანელი, ღვინის ტექნოლოგი
ტრენინგის დეტალები:
თარიღები: 24, 25, 26 ნოემბერი, 2, 3, 4, 9, 10, 11 დეკემბერი
კვირაში სამი დღე, 3 საათი დღეში
ოთხშაბათი-ხუთშაბათი- პარასკევი: 18:45 საათიდან 21:45 საათამდე
შაბათი: 12:00 საათიდან- 15:00 საათამდე
საათების ჯამური რაოდენობა: 27 სთ.
ღირებულება - 550 ლარი
წარმატებული კურსდამთავრებული მოიპოვებს ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობას ესპანეთში.
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/qZjKfkw52KKQQEBu6
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება