„დურუჯის“ მეორე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ყვარლის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ალეკო ბაიდოშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი თამარ ზურიაშვილი, ყვარლის რწმუნებული ლევან კოკორაშვილი, ადამ რადეცკი, ანა რადეცკა, ICC ახალგაზრდული კომიტეტისწარმომადგენლები, გიორგი სიხარულიძე, ალექსანდრე ხუციშვილი, მუნიციპალური დიპლომატიის კვლევითი ცენტრის კოორდინატორი ჯოვანა აბლოთია, სამოქალაქო საზოგადოების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დავიდოვი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი თემურ კაპანაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვახტანგ გორგაძე, სულიერი მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრის კოორდინატორი სოფიო გორდელაძე, ეუთოს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი თეონა გვენეტაძე, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ანდრეი კლიმჩუკი, „Civitas Georgica“-სწარმომადგენელიალექსანდრეკაპანაძე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი ოლგა დოროხინა დაკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეფასდა საფრთხე,რომელიც ყვარლის მოსახლეობას მდინარე დურუჯის ადიდების შემთხვევაშიელის.
ჭავჭავაძეების ღვაწლისუკვდავსაყოფად დაიბადა იდეა შეიქმნას ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების მუზეუმი, ასევე თავად ყვარლის მუზეუმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი გახდება რეგიონის სამუზეუმო ცენტრი (ყვარლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს დურუჯის ხეობაში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვაც წარმოადგენს. მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამორიყულ უნიკალური ზომის ქვას მიენიჭოს ეკოძეგლის სტატუსი).
„დურუჯის“ ინიციატივით,იგეგმება პოლონეთის ელჩისა დაპრემიერ-მინისტრისმოწვევაყვარელში. შეხვედრის მთავარი მიზანი იქნება ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფორმირება პოლონეთის სახელმწიფოს მუნიციპალური მართვის შესახებ, ასევე შეხვედრაზე ყვარლისა და პოლონეთის ქალაქ შეცინის დაძმობილების საკითხიც განიხილება.
აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა:
• გაფორმდა მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ყვარლის მუნიციპალიტეტს შორის;
• გაფორმდა მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლას შორის;
• მდ. დურუჯის დამბისა და ნაპირების გამაგრების შესახებ შემუშავდაახალიგეგმა და დაიწყო მოლაპარაკებები ჰოლანდიელ პარტნიორებთან;
• დაიწყო მდ. დურუჯის ღვარცოფების საწინაამღდეგო ისტორიული დამბის ფიქსაცია.
დაიგეგმა:
• პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევა ქალაქ ყვარელში;
• 2014 წლის ზაფხულში დურუჯის ხეობაში მოხალისეთა ჯგუფის ჩაყვანა(მოხალისეთა ჯგუფი ჩაატარებს გაწმენდით სამუშაოებს დურუჯის ხეობაში);
• გამორიყული უნიკალური ზომის ქვისთვის ეკოძეგლის სტატუსის მინიჭება;
• ყვარელში მეფუტკრეობის განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
• ყვარლის რაიონის სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება