კონფერენციას როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი სტუდენტები ესწრებოდნენ.
დასასრულ, ქართველი რეჟისორის, დავით აბდალაძის ფილმის – „ალიევი და საქართველო“ ჩვენება გაიმართა, რომელშიც ძირითადი აქცენტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე კეთდებოდა.
ალი ბაბაევის განცხადებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის მიერ ერთობლივად ჩატარებული კონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიეძღვნა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ახალგაზრდებმა მეტი გაიგეს ამ პოლიტიკური ფიგურის შესახებ, „ეს იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ალი ბაბაევმა.
„ჩვენი უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია კავკასიური თანამშრომლობა. ამ ტიპის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაა. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდნენ, თუ ვინ იყო ჰეიდარ ალიევი.
ის არა მარტო პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, არამედ მას ბევრი სხვა სოციალური როლიც ჰქონდა. ის მხოლოდ აზერბაიჯანის ლიდერი არ იყო, არამედ კავკასიის ერთ-ერთი ლიდერი და საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსი“, - განაცხადა ალექსანდრე რუსეცკიმ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის გიორგი დავიდოვის თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით იყო. „9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, რომელსაც ევროპის დღედაც აღნიშნავენ.
ჩვენმა უნივერსიტეტმა ჰეიდარ ალიევის 90 წლის იუბილე აღნიშნა. ჩვენთან აზებაიჯანელი სტუდენტები სწავლობენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სწავლის პროცესში. ამიტომ ამგვარი აქტივობები, ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვამართლებთ სახელს – ეს სასწავლო დაწესებულება მართლაც კავკასიური მნიშვნელობის უნივერსიტეტია“, - აღნიშნა გიორგი დავიდოვმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება