მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროჩევიჩი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსიტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი.
შეხვედრის მოდერატორი გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე.
შეკრებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
ალექსანდრე რუსეცკი (ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კსუ, კავკასიის რეგიონული უდაფრთხოების ინსიტიტუტის დირექტორი) თემით: „ეუთო-ს თავმჯდომარეობისას უკრაინის ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერა - პრევენციისა და კონფლიქტების დარეგულირების მეცნიერული ინოვაციები“;
დმიტრი ტრეტიაკოვი (უკრაინის საელჩოს მეორე მდივანი) - „უკრაინის პრიორიტეტები ეუთოს თავმჯდომარეობისას“;
ანა შელესტი (ნაციონალური ინსტიტუტის ოდესის ფილიალის სტრატეგიული კვლევების წამყვანი თანამშრომელი, შავი ზღვის კონფლიქტების დარეგულირების კომისიის წევრი) - „უკრაინის თავმჯდომარეობა ეუთო -ში: კავკასიაში საშიშროების პრევენციის პერსპექტივები“;
ზურაბ მარშანია (პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი, ბალტიისა და შავი ზღვის კვლევითი ცენტრის დირექტორი) - „ბალტიისა და შავი ზღვის მთავრობათაშორისი თანამშრომლობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის რესურსები“.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა ნიკოლაი გოგოლის სახელობის უკრაინის შესწავლის ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწემ, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის საქართველო-უკრაინის კვლევითი ცენტრის კოორდინატორმა ნანა პარინოსმა წარადგინა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება