ლექციის შემდეგ 14.00-19.00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეუთო-ში უკრაინის თავმჯდომარეობის ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, თემაზე: „კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების მრავალარხიანი სამშვიდობო პროცესი“. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით - „ომებისა და ძალადობის მსხვერპლთა როლი სამშვიდობო პროცესის გასაძლიერებლად“.
პროექტის ინიციატორები არიან: კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. პროექტის პარტნიორები: შვეიცარიისა და უკრაინის საელჩოები საქართველოში, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების ევალუაციის ცენტრი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU).
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროგრამა
თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73
საჯარო ლექცია - მესამე სართული, ოთახი 305,
მრგვალი მაგიდა- პირველი სართული, ოთახი 101
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება