აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული 140 მსურველისგან სამეცნიერო კომიტეტმა 90 საუკეთესო ამოარჩია. მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ინდოეთის, ერაყის უმაღლესი სკოლების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე 5 სექცია და რამდენიმე ქვესექცია მუშაობდა, რომელთაც კსუ-სა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ცნობილი პრაქტიკოსები ხელმძღვანელობდნენ.
დასასრულს, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა მარინა გედევანიშვილმა საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატები გადასცა.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფ. ნინო ჭალაგანიძემ კი აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ტრადიციად იქცა, რაც აუცილებლად გაგრძელდება და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური აკადემიური სივრცის ფორმირების საქმეში თავის წვლილს კვლავაც შეიტანს
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება