სიახლე დაინერგება ჟურნალისტიკის სპეციალობის სასწავლო პროგრამაშიც. მომავალი ჟურნალისტები უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან არჩევნების გაშუქების მართებულ ფორმებს.
მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ:
• ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს არჩევნების საჯაროობისა და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებს;
• სტუდენტების სტაჟირება საარჩევნო ადმინისტრაციაში;
• სტუდენტთა შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებთან, დარგის ექსპერტებთან;
• პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფა, მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით;
• იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;
• საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით იმიტირებული პროცესების ორგანიზება;
• იმიტირებული კენჭისყრის პროცედურების ორგანიზება;
• სხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც აუცილებელი იქნება მემრანდუმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.
იხ. თანდართული ფაილები:
ვიდეო;
ცესკოს ოფიციალური ვებგვერდი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება