მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. ავტობიოგრაფია CV;
2. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (დედანი), ნოტარიალურად დამოწმებულ ასლთან ერთად;
3. დიპლომის დანართი (დედანი), ნოტარიალურად დამოწმებულ ასლთან ერთად;
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. 2 ფოტოსურათი 3x4–ზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე:
თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, V სართული, ოთახი N 516;
გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 2013 წლის 20 სექტემბერს 17:00 საათზე.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის გასაუბრებაზე წარმოდგენილ იქნება კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის ზოგადი საკითხები;
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის გასაუბრებაზე წარმოდგენილ იქნება საკითხები ბიზნესის თეორიიდან და მენეჯმენტის საფუძვლებიდან.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 21 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რექტორის მოადგილეს, პროფესორ მარინა გედევანიშვილს ან სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსს თამარ ინასარიძეს.
მარინა გედევანიშვილი:
ელ- ფოსტა: vicerector@ciu.edu.ge; marinagedevanishvili@yahoo.com
ტელ: +995 32 26112 98; 599 50 21 01.
თამარ ინასარიძე:
ელ-ფოსტა: tamar.inasaridze@ciu.edu.ge
ტელ: +995 599 31 48 49
სამართლისა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურია 2500 ლარი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება