12 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა - მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკი გაიხსნა.
ონლაინ სასკოლო ბანაკში X; XI; XII კლასის 200-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა.
მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ : უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, კსუ-ს მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე და პროექტის მენეჯერი, ფაკულტეტის კოორდინატორი ლაშა ბოდაველი.
ონლაინ შეხვედრა ორ ნაწილად ჩატარდა:
პირველ სესიაზე მოსწავლეები ფაკულტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და ჩაუტარდათ პრეტესტირება.
მეორე სესიაზე მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: ,,მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ კულტურული მიმოხილვა"
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
27 დეკემბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას 12:00-დან - 15:00-მდე გაიმართება ონლაინ შეხვედრები ლიდერ პროფესორ-ტრენერებთან : ოლან გოცირიძე- კსუ-ს მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი; ლაშა ბოდაველი - კსუ-ს მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი; ლევან უჯმაჯურიძე - კსუ-ს პროფესორი, სსიპ კვლევითი ცენტრის დირექტორი; მარიკა მიქიაშვილი - კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ირმა მდინარაძე- კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; დავით აბზიანიძე- კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სს სარაჯიშვილის მთავარი ტექნოლოგი; დავით მაღრაძე - კსუ-ს დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი; საბა ქიტიაშვილი- კსუ-ს მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტის მეღვინე - კონსულტანტი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი Spring Fields- ის დამფუძნებელი.
მთლიანი კურსის განრიგი:
♦ პროექტის აღწერა / გაცნობითი ხასიათის შეხვედრა / pre ტესტი
♦ მევენახეობა-მეღვინეობა (ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა)
♦ მევენახეობა საქართველოში
♦ ბრენდი
♦ ქართული ვაზის გენოფონდი
♦ ღვინის მოხმარების კულტურა
♦ ვაზის დაავადებები
♦ ღვინის დაავადებები/ზადები
♦ შეჯერება / pre ტესტის გამარჯვებულთა გამოვლენა
♦ Post ტესტი / სერტიფიცირება
პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ფინალური ტესტირებით გამოვლენილ ლიდერ მოსწავლეებს კი სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად გადაეცემათ კსუ-ს სასწავლო ვაუჩერები:
I - ადგილი - 1000 ლარი
II - ადგილი - 700 ლარი
III - ადგილი - 500 ლარი
მსურველთა სიმრავლის გამო პროექტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით რეგისტრაციის ვადა 1 კვირით გახანგრძლივდა.
რეგისტრაციის გასავლელად იხილეთ ბმული: სარეგისტრაციო ბლანკი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება