18 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ყაზახეთის რესუბლიკის გამოყენებითი ეთნოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხუთკაციანი დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრები შეხვდნენ CIU-ს რექტორს კახაბერ კორძაიას. ასევე, სოცილურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ნანა ამირანაშვილს, დეკანის მოადგილეს ეკატერინე ჭალაგანიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს ალიკა გუჩუას.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. უშუალოდ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, საერთაშორისო სამეცნირო კონფერენციის გამართვის, განხორციელების და მომავალი თანამშრომლობის საკითხები ყაზახეთის რესპუბლიკის გამოყენებითი ეთნოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტთან.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, დაიგეგმა CIU-სა და ყაზახეთის რესუბლიკის გამოყენებითი ეთნოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტს შორის მემორანდუმის გაფორმება და CIU-ს პროფესორების ვიზიტი ყაზახეთში, მოკლე სასწავლო კურსების ჩასატარებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება