6 აპრილს „მედიცინის აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოპი.
სკოლის მოსწავლეებს CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - დავით გვეტაძემ უმასპინძლა, ხოლო ვორქშოპს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - ლიკა გუბელაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება