7 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ეგიდით მოქმედ „ინტელექტკლუბის“ ორგანიზებით, ქალთა დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა გაიმართა თემატიკით: „ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“.
ღონისძიებაში მონაწილეობას CIU-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ, ვიქტორინა კი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა: ქალები ლიტერატურაში; ქალები სპორტში; ქალები ხელოვნებაში; ქალები პოლიტიკასა და აქტივიზმში; ფოტო და მუსიკალური რაუნდი.
თამაშში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1-ლი ადგილი - ლილე ქურასბედიანი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
მე-2 ადგილი - ნანო გელანტია, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
მე-3 ადგილი - ქეთევან იმნაიშვილი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე, რომელმაც შეკრებილ აუდიტორიას მიმართა და ქალთა უფლებებსა და განათლებაში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიქტორინის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო პრიზიორები სხვადასხვა სუვენირული საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება