კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (გრაცი, ავსტრია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უფასო გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლებს.
როგორც კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი სემესტრია მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო შეთანხმება, ინტერნაციონალიზაციის კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მისივე განცხადებით, FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი მდიდარი მულტიმედიური რესურსებითა და მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გამოირჩევა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც არანაირ მერკანტილურ ინტერესს არ ატარებს, ბევრი სტუდენტი გამოიყენებს, რაც მათ საერთაშორისო დონის ცოდნასა და გამოცდილებას შესძენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება