კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, კანცლერის მრჩეველი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარდგინებით და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებად დაინიშნენ.
აღსანიშნავია, რომ ნინო ჭალაგანიძე აღნიშნულ პოზიციაზე მეოთხე ვადით დაინიშნა, ხოლო ქეთევან ნანობაშვილი პირველად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მათ აღნიშნულ წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება