21 მაისს კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“.
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ცხრა უნივერსიტეტის გუნდი იღებდა, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების გუნდი “CIU Green Tourism“ შემდეგი შემადგენლობით: ლიზი კვაჭანტირაძე, ეკა ბებია, ილია ლაბარტყავა, ილია ბატიაშვილი და თამუნა გოგოლაძე.
“CIU Green Tourism-ის“ საკონფერენციო თემა გახლდათ - „ეთნოგრაფიული ეკო სოფელი - შოვი“, ხოლო ხელმძღვანელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძე.
აღსანიშნავია, რომ CIU-ს გუნდის მიერ წარმოდგენილმა თემამ კომისიის წევრებისა და აუდიტორიის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, შესაბამისად, გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი და კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციების პრიზები მოიპოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება