7 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის სტუდენტ მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, გაიმართა ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“.
ტრენინგს უძღვებოდა ნათია კილაძე - „საქართველოს ფოსტის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტი, სახელმწიფო შესყიდვების კორპორატიული კონსულტანტი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი და დეკანის სტუდენტ მრჩეველთა საბჭოს წევრი.
სესია მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებმა გაიარეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზა და მასთან დაკავშირებული ქვეაქტები. ტრენინგის პრაქტიკულმა ნაწილმა სტუდენტებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ ტენდერებისა და სხვა ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესს. განხილულ იქნა ასევე აქტუალური პრაქტიკული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება