22 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ინიციატივით ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „პლაგიატის პროგრამის მახასიათებლები და ნაშრომის დამუშავების წესი“, რომელიც ააიპ „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-ის წარმომადგენელმა, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების დეპარტამენტის ტრენინგცენტრის პედაგოგმა, თეონა პაპიაშვილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018 წლიდან აფორმებს ხელშეკრულებას ააიპ „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-სთან, რაც მოიცავს ელექტრონული არქივის (რეპოზიტორიუმი) შექმნას, ნაშრომების ანტიპლაგიატის სისტემაში შემოწმებასა და შემოწმებულ სამეცნიერო ნაშრომების განთავსებას სამეცნიერო შრომების რეპოზიტორიუმში.
ტრენინგზე განხილული იყო პლაგიატის პროგრამა Ouriginal-ი, მისი მახასიათებლები და მოთხოვნები, ნაშრომის წარდგენის წესი, შემოწმებისა და ფილტრის პროცედურები.
ონლაინ ტრენინგს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, რომლებმაც საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება