25 მარტს CIU-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ონლაინ ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმები, დამუშავება და სამეცნიერო ნაშრომში გამოყენება“, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის, კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი, მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ასოციაცია „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის - EIFL- ის „ მონაწილეთა კონსორციუმის წევრად, შესაბამისად უნივერსიტეტის ფარგლებში, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტის, მკვლევარისა თუ პროფესორისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოს მაღალრეიტინგული, სამეცნიერო, ინდექსირებადი, რეგულარულად განახლებადი წიგნები და ჟურნალები . სამეცნიერო ბაზების ნაწილს ერთვის უახლესი დიაგრამები, ცხრილები და ვიდეოები, რომლის გამოყენებაც სამეცნიერო ნაშრომში მნიშნელოვანია.
ტრენინგის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს სრული ინფორმაცია თუ როგორ ხდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინფორმაციის მოძიება. ასევე, გაეცნენ EIFL-ის მიერ შემოთავაზებულ ღია წვდომის ჟურნალების ჩამონათვალს, სადაც პუბლიკაციების უფასოდ/ფასდაკლებით გამოქვეყნებას შეძლებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება