26 და 29 სექტემბერს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,მოლაპარაკებები და ფასწარმოქმნის გავლენა ბიზნესშედეგებზე“.
ორდღიან ტრენინგს ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დირექტორის მოადგილე, ლანა ყიფშიძე უძღვებოდა.
ტრენინგის პირველი დღე ფასწარმოქმნასა და ბაზრის ტიპებს დაეთმო, ხოლო მეორე დღე - მოლაპარაკებების გავლენა ფასზე და ბიზნესშედეგზე.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე კომპანია „ავერსმა“ ისინი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება