22-23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი და ქართულენოვანი სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ოპორტუნისტული პარაზიტული ინფექციები იმუნოკომპრომიტირებულ ადამიანებში; მიმდინარე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდები პარაზიტოლოგიაში; თანამედროვე პარაზიტოლოგიური საფრთხეების ანალიზი.
ტრენინგს ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მარია ვესოლოვსკა და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსლან სალამატინი უძღვებოდნენ.
აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება