27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიცენზირებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზების წვდომა და სამეცნიერო სიახლეები მკვლევარებისთვის“, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ელექტრონული ბაზების გამოყენებისა და მათში ძებნის შესაძლებლობები, სტატიების გამოქვეყნება უცხოურ სამეცნიერო ბაზებში, EIFL-ის (ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის) სერვისები და სხვა.
ტრენინგის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე, რომელმაც ყურადღება თემატიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება