12 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურისა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია“.
ტრენინგს უძღვებოდა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ტრენერი გიორგი თვალიაშვილი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებას და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრაზე განხილული იყო კომუნიკაციის ელემენტები და საკომუნიკაციო ბარიერები, დამარწმუნებელი კომუნიკაციის პრინციპები, არავერბალური კომუნიკაცია და მისი როლი ეფექტურ კომუნიკაციებში, აუდიტორიის სპეციფიკა, მოსმენის დონეები და უკუკავშირის მნიშვნელობა. ასევე, ემოციური მდგომარეობის ამოცნობა და გაანალიზება, შედეგად კი ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, მიზნები და სურვილები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება