5 მარტს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, CIU იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,,ახალი თაობის ხიდი“ წევრებისთვის, ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებების განვითარება ისტორიულ კონტექსტში“ გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ხოლო თანახელმძღვანელები - იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი რევაზ ბერულავა და სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბის - „ახალი თაობის ხიდის“ წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთევან შოშიაშვილმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება