20, 21 და 22 დეკემბერს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების ბიბლიოთეკარებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ოპტიმიზაცია“.
ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები: ლალი ბადრიძე (ფსიქოლოგი და ქოუჩი) და ანი მაისურაძე (ფსიქოლოგი). ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
• კომუნიკაციისა და მოსმენის უნარების ჩამოყალიბება;
• საკუთარი აზრის გამოხატვისა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• სხვა ადამიანების გაგებისა და მიღების უნარის გაძლიერება;
• მიზნების დასახვა, მიღწევის სტრატეგიის ფორმირება და თვითშეფასების ოპტიმიზაცია;
• ემოციური ინტელექტის განვითარება, ემოციების და გრძნობების გაცნობა;
• მათი კონსტრუქციულად გამოხატვის უნარი;
• თვითშეფასების მნიშვნელობა;
• თვითშეფასების სახეები (კონფლიქტური და არაკონფლიქტური);
• თვითკონტროლის უნარის განვითარება, თვითშეფასების ოპტიმიზაცია;
• სტრესული სიტუაციებისას;
• თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება და განვითარება;
• თავდაჯერებულობის ამაღლება საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობებისა და პოტენციალის მიმართ.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვავანელი თამარ ქავთარაძე და ბიბლიოთეკარი სალომე ცეკვავა. მათ ტრენინგის ბოლოს შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება