10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეთათვის ტელე-რადიოჟურნალისტიკის ვორქშოპს უმასპინძლა. ღონისძიება უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად მედიის სფეროს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
ვორქშოპის მონაწილეებს რადიომაუწყებლობის სპეციფიკა CIU-ს მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტმა და რადიოწამყვანმა სოსო გაზდელიანმა გააცნო. მოსწავლეებმა რადიოსტუდიაში საკუთარი ხმა ჩაწერეს და აუდიომასალა თანამედროვე პლატფორმებისთვის მოამზადეს. ისინი, ასევე, გაეცნენ ტელეეთერისთვის ახალი ამბების მომზადების პრინციპებსა და ტექსტზე მუშაობის ტექნიკას. მოსწავლეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, კამერის წინ საკუთარი უნარები პრაქტიკაში გამოეცადათ, რაშიც მათ მულტიმედია ცენტრის ტექნიკური დირექტორი ლუკა მებურიშვილი დაეხმარა.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორ მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას სისტემატურად უწყობს ხელს, რაც პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება