22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენთებთან შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და ადვოკატმა, გიორგი კაკუბავამ.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ორგანიზაციაში სტაჟირების 6 თვიანი არაანაზღაურებადი კურსი გაიარონ.
სტაჟირების პროგრამის გავლა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმაონ არსებული თეორიული ცოდნა და მიიღონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
სტუდენტები სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.
სტაჟირების კურსის ფარგლებში სტაჟიორებს ევალებათ:
სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება; ასევე, დაესწრებიან სასამართლო პროცესებს. მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, სტაჟიორებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეზიუმე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hrc@hrc.ge - და სათაურის ველში მიუთითონ - სტაჟირება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება