სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სტაჟირების კანდიდატმა 2022 წლის 1 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე მიმართოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს (კსუ-ს I კორპუსი, 214-ე აუდ.) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 - შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება