27 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას - „ომი დოკუმენტალისტის ობიექტივში" - უმასპინძლა.
ამავე დღეს გაიმართა ისტორიკოსისა და დოკუმენტალისტის, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - „სოხუმის უკანასკნელი დღე“ - ჩვენება, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდა ფილმის ავტორი.
ჩვენების შემდეგ თომა ჩაგელიშვილმა მიმოიხილა დოკუმენტური ფილმის შექმნის ისტორია, საარქივო მასალის მოძიებისა და გამოყენების თავისებურებები.
დღის მნიშვნელობასა და საკითხის პოლიტიკურ ნიუანსებზე ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ. ასევე, აფხაზეთის ომის პირადი გამოცდილება გაიხსენა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.
ღონისძიებას მოდერატორობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა, კინომცოდნე რუსუდან კვარაცხელიამ გაუწია.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება