სომხეთის თოვლის ფრენბურთის ღია ჩემპიონატი
21-23 იანვარს სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ წაღკაძორში სომხეთის თოვლის ფრენბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ გუნდებთან ერთად მონაწილეობას საქართველოდან 3 გუნდი იღებდა.
ჩემპიონატში მამაკაცთა 17, ხოლო ქალთა 11 გუნდი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შორის მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა (შემადგენლობა: თაზო დობორჯგინიძე; გიორგი ჯანელიძე; ერიკ აბრამოვი; ნიკა კობახია).
სომხეთის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.