4 დეკემბერს, სოციალური მედიის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, ციფრული სიახლეები და გამოწვევები - მოცემულ თემებზე კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში საჯარო ლექცია ამერიკელმა პროფესორმა ნათან კარპენტერმა ჩაატარა.
ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონვერგენტული მედიის სკოლის დიქრექტორმა, აუდიტორიას სოციალური მედიის ანალიზის, მონაცემების შეგროვება-დამუშავების, საარქივო მასალებზე მუშაობისა და გავრცელების თანამედროვე არხების შესახებ ესაუბრა.
მომხსენებელმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი მედიალაბორატორიები გააცნო და სწავლების პროცესთან დაკაშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. ისინი, ძირითადად, დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოებას, ცრუ ინფორმაციისაგან თავდაცვას, სოციალურ მედიაში ეთიკის ნორმებთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობას შეეხებოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებთან დისკუსიას დაეთმო, სადაც მხარეებმა თანამედროვე მედიაგანათლების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს.
საჯარო ლექცია - „სოციალური მედია და ციფრული სიახლენი“ - კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება