14 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქ. თბილისის მე-14, 159-ე, 154-ე, 69-ე, 32-ე, 150-ე, 191-ე საჯარო სკოლები, ასევე სკოლა „პოლიგლოტი“ ესტუმრა. მოსწავლეებისთვის გაიმართა „მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელის“, კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, პეტრე მამრაძის საჯარო ლექცია თემაზე - „ტოლერანტობა და თანასწორობა“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შემწყნარებლობა და ადამიანების თანასწორუფლებიანობა. ასევე ისაუბრა საზოგადოებაში უმცირესობების უფლებების შესახებ და ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობას, რომლის აღსრულებაც განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი საჯარო ლექცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართულიყო. ამავე დღეს, პარალელურად ჩატარდა ტრენინგები: ჟურნალისტიკის მიმართულებით, სულხან მელაძე - „მედია და საზოგადოება“; სამართლის მიმართულებით, ანი ბედინაშვილი - „როგორ დავსაქმდეთ წარმატებით?“ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ვიზიტი უნივერსიტეტში, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება