15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ „სისხლის დონორის დღეს“ CIU-ს მედიცინის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, CIU-ს აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გაიღეს სისხლი.
მონაწილე ყველა დონორს კი უფასოდ ჩაუტარდა კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუსი; ჰემოგლობინი; B და C ჰეპატიტი; შიდსი და სიფილისი.
აღსანიშნავია, რომ უანგარო დონაციის აქციები აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ მუდმივად ხორციელდება და მისი მთავარი დანიშნულება, სიცოცხლის გადარჩენის პროპაგანდაა.
აქცია სისხლის ნაციონალური ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება