18 ოქტომბერს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
სპიკერმა დეტალურად მიმოიხილა აღწერის მიზნები და ამოცანები, ჩატარების თარიღი, მონაცემთა შეგროვების მეთოდები, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსი, მოგვიანებით კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს.
შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღწერის მოცულობით საქმიანობაში უნივერსიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოხატა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება