საქართველოსგან წარდგენილი პროექტი „ჰორიზონტი-ევროპის“ მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის TIER2-ის ღია კონკურსის გამარჯვებულია „ჰორიზონტი-ევროპის“ გაფართოების მონაწილე 15 ევროპულ და 14 ასოცირებულ ქვეყანას შორის!
კონსორციუმის შემადგენლობაში შედიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი (თსუ) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტის ხელმძღვანელია სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ქურდაძე.
სამეცნიერო კვლევების კვლავწარმოების, რეპლიკაციის და ღია მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით, TIER2 ხელს უწყობს ახალი რეპროდუქციულობის ქსელის დაფუძნებას ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი ევროპის გაფართოების მონაწილე ქვეყნებში, რომელთა შორის საქართველოს კონსორციუმიცაა!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება