1 ივლისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე „საქართველოს უნივერსიადა 2021“ დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა.
უნივერსიადაში მონაწილეობა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრმა 39-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო, სადაც შეჯიბრები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა: კალათბურთში, კალათბურთში 3X3-ზე, ფრენბურთში, შვიდკაცა რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ფუტსალში, მინი ფეხბურთში, ძიუდოში, სამბოში, ჭადრაკში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ჯომარდობაში.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უნივერსიადის საერთო ჩათვლაში მეოთხე, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში პირველი ადგილი დაიკავა.
კსუ-ს საპრიზო შედეგები სხვადასხვა სპორტის სახეობაში:
პირველი ადგილი - ფუტსალი;
პირველი ადგილი - მინი ფეხბურთი;
მეორე ადგილი - ქვიშის ფრენბურთი;
მესამე ადგილი - შვიდკაცა რაგბი.
საუნივერსიტეტო სპორტის სახეობებში 7 000–ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება