14 დეკემბერს ევროკავშირისა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-9 ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ინტერნეტმმართველობასთან დაკავშირებული პანელები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
ფორუმის ერთ-ერთ ცენტრალურ პანელზე “ციფრული მმართველობა და ტენოლოგიების სამართლის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები”, მოხსენება წარადგინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ.
პანელში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა თამარ როსტიაშვილმა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკოს კომიტეტის წარმომადგენლებმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება