სამუშაო შეხვედრა (ლუბლიანა, სლოვენია) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 5 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 23-27 აგვისტოს პროექტის კოორდინატორ, ლუბლიანას უნივერსიტეტში, პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში.
სამუშაო პროგრამის ფარგლებში 24 აგვისტოს ჩატარდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა. კოორდინატორმა მარია კლოპციცმა (Marija Klopcic) ისაუბრა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 2018 წლის იანვრიდან დღემდე მიღწეულ შედეგებზე და აქტუალურ თემებზე, ასევე დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელ აქტივობებზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა პარტნიორი ინსტიტუციის კოორდინატორებმა წარმოადგინეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგები.
ლუბლიანას უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპული პროექტების მიმართულებით, სტასკა მრაკ იამნიკმა (Ms. Staška Mrak Jamnik ) ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საერთაშორისო, კვლევითი და ერაზმუს+ მიმართულების პროექტების შესახებ.
ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, კახაბერ კორძაია შეხვდა ლუბლიანას უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იგორ პაპიჩს (Rector Prof. Dr. Igor Papič).
25-27 აგვისტოს, ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობდა სამუშაო და გაცნობითი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა კერძო ფერმებში, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში, ვეტერინარულ და რძის პროდუქტების ლაბორატორიებში.
საორგანიზაციო ჯგუფი შეხვედრის ოქმი, 2021 წლის 24 აგვისტო
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება