27 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართა სამეცნიერო სემინარი - „მეცნიერების მენეჯმენტი“, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია უძღვებოდა.
სემინარზე განიხილეს მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა, საკანონმდებლო ხარვეზები და მეცნიერების გამოწვევები.
სამეცნიერო სემინარში, რომელიც დისტანციურ ფორმატში გაიმართა, მონაწილეობა 40-ზე მეტმა მეცნიერმა და მკვლევარმა მიიღო, პრეზენტაციის შემდეგ გამართულ სამეცნიერო დისკუსიაში კი გამოითქვა მოსაზრებები მეცნიერებისა და კვლევების თემატიკის გაფართოვებისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების მოდელების ტრანსფორმირების შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება