13 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია - „ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ - გაიმართა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას მიესალმნენ პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი კანატ სეიტჟანოვი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე.
დღის ფარგლებში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ მაისაიას პოლონურენოვანი წიგნის - „მეოთხე თაობის ომები - ნატოს კონტექსტი და სამხრეთ კავკასია“ - პრეზენტაცია.
სამეცნიერო კონფერენციაზე სამი სექცია მუშაობდა - პოლიტიკური უსაფრთხოების, სამხედრო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სექცია (აქტუალური პოლიტიკური კონფლიქტები); საინფორმაციო უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სექცია; ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების სექცია. თითოეულ სექციას დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან შემდგარი კომისია ხელმძღვანელობდა.
კონფერენციის მუშაობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის 60-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება