20-21 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკის „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II” გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, გალაქტიონ მაისაია.
კონფერენციის ფარგლებში, ვახტანგ და გალაქტიონ მაისაიებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე: „გეოეკონომიკური უსაფრთხოების არსი, განმარტება და მისი ტიპოლოგია“, ხოლო ალიკა გუჩუამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „2022-2023 წლის რუსეთ-უკრაინის ომი და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკა“.
ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენასა და გაზიარებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება