26 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სამართლის ფაკულტეტის აქტუალური საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ასევე, ახალი ინიციატივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ 2023 წლის მოწვევის საბჭოს წევრებიც, რომლებსაც დეკანმა მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის და ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება