კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:
მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. naec.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);
საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)
უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 90 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 35 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა ასევე შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე:
registration.business@ciu.edu.ge
registration.social@ciu.edu.ge
registration.agro@ciu.edu.ge
registration.law@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვან სამაგისტრო და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 12 სექტემბერს.
სპეციალობაში გამოცდა ჩატარდება 13 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 15-16 სექტემბერი.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
♦ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
♦ 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
♦ სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
♦ ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
♦ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება