31 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, სალომე თეზელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სმარტ კონტრაქტების დადების სამართლებრივი საფუძვლები ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე და სამართლის დოქტორი, პროფესორი ციალა გლოველი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე თეზელაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება