24 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კომპანია „ჯეოსეიფთის" წარმომადგენელი თამარ ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ტრენერმა აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო რეგულაციები და პრაქტიკული შემთხვევები გააცნო, ასევე, მსმენელთა კითხვებს უპასუხა.
ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება